უიმბლდონზე ყველა მერვედფინალისტი გაირკვა
უიმბლდონზე ყველა მერვედფინალისტი გაირკვა

მორიგ სათამაშო დღეს მეთექვსმეტედფინალური ეტაპი სრულდებოდა. ოდნავ ანერვიულა თავისი გულშემატკივარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბი ბრიტანელების მთავარ იმედს კაილ ედმუნდს ხვდებოდა, რომელთანაც წელს მადრიდის „მასტერსზე“ ჰქონდა წაგებული. ნოვაკი პირველ სეტში ძალიან ცუდად აწვდიდა და დათმო საწყისი პარტია. თუმცა, შემდეგ გამოასწორა თამაში, ბადესთან კარგად გადიოდა (15/21) და სამი სეტი იოლად აიღო.

„დიდი სლემის“ ზედიზედ მეორე ტურნირი ჩააგდო გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა. 19 წლის გერმანელი სეტებში 2:1-ს უგებდა ლატვიელ ერნესტ გულბისს, მაგრამ ბოლოსკენ ბალტიისპირელს მეტი ძალა შემორჩა და გადამწყვეტ პარტიაში „მშრალი“ ანგარიშით მოიგო.

ტრადიციულად, უიმბლდონზე კვირა დასვენების დღეს. მერვედფინალები ორშაბათს გაიმართება.

კაცები
1/16 ფინალი
ნადალი (ესპ, 2)-დე მინორი (ავსტრა) 6:1, 6:2, 6:4
გულბისი (ლატ)-ა. ზვერევი (გერ, 4) 7:6(2), 4:6, 5:7, 6:3, 6:0
დელ პოტრო (არგ, 5)-პერი (საფ) 6:4, 7:6(4), 6:3
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-ედმუნდი (ბრიტ, 21) 4:6, 6:3, 6:2, 6:4
ვესელი (ჩეხ)-ფონინი (იტა, 19) 7:6(4), 3:6, 6:3, 6:2
ნიშიკორი (იაპ, 24)-კირგიოსი (ავსტრა, 15) 6:1, 7:6(3), 6:4
ხაჩანოვი (რუს)-ტიაფო (აშშ) 4:6, 4:6, 7:6(3), 6:2, 6:1
სიმონი (საფ)-ებდენი (ავსტრა) 6:1, 6:7(3), 6:3, 7:6(2)
1/8 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 1)-მანარინო (საფ, 22)
მონფილსი (საფ)-ანდერსონი (ს. აფრ, 8)
მაკდონალდი (აშშ)-რაონიჩი (კან, 13)
ისნერი (აშშ, 9)-ციციპასი (საბ, 31)
ხაჩანოვი (რუს)-ჯოკოვიჩი (სერ, 12)
ნიშიკორი (იაპ, 24)-გულბისი (ლატ)
დელ პოტრო (არგ, 5)-სიმონი (საფ)
ვესელი (ჩეხ)-ნადალი (ესპ, 2).