„დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის ორგანიზატორები უახლოეს დროში გამოაცხადებენ ტურნირის გაუქმების შესახებ.
ინგლისის საჩოგბურთო კლუბის დირექტორთა სხდომა ამ კვირას უნდა გაიმართოს ვიდეოკონფერენციის ფორმატში. სწორედ იქ მიიღებენ ტურნირის გაუქმების გადაწყვეტილებას – პირველად 1945 წლის შემდეგ.
აღნიშნავენ, რომ უიმბლდონი არ ნახავს დიდ ფინანსურ ზარალს, რადგან რამდენიმე წლის წინ დააზღვია ტურნირი პანდემიის შემთხვევისთვის.
წელს, უიმბლდონის ჩატარება იგეგმებოდა 29 ივნისიდან 12 ივლისამდე. დღეისთვის, ოფიციალურად საჩოგბურთო ტურნირები შეწყვეტილია 7 ივნისამდე.