უიმბლდონმა პირველი ჩოგანი და როლან გაროსის ჩემპიონი დაკარგა
უიმბლდონმა პირველი ჩოგანი და როლან გაროსის ჩემპიონი დაკარგა

უიმბლდონის ქალთა ტურნირზე მორიგი დიდი სენსაცია მოხდა. მოულოდნელი შედეგების სერია გააგრძელა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა და როლან გაროსის ჩემპიონმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა. მან ორი საათი და

20 წუთი ბრძოლის შემდეგ, ტაივანელ სუ-ვეი ჰსიეთან სამ სეტში წააგო – 3:6, 6:4, 5:7.
ჰალეპი ამ შეხვედრაში დააღალატა ბრეიკ-პოინტების ცუდმა რეალიზაციამ – რუმინელს ტაივანელზე თითქმის ორჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (23 12-ის წინააღმდეგ), მაგრამ მეტოქეებმა შვიდ-შვიდი შანსი გამოიყენეს.
მესამე სეტში ჰალეპი 5:2-ს იგებდა, ერთი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა და მეტოქეს ზედიზედ ხუთი გეიმის აღების საშუალება მისცა.

ჰალეპის გავარდნა იმას ნიშნავს, რომ უიმბლდონის მერვედფინალში გავიდა WTA-ის რეიტინგის TOP10-ის მხოლოდ ერთი წევრი, მეშვიდე ჩოგანი კაროლინა კლიშკოვა. ბრძოლას კი გამოეთიშნენ: ჰალეპი, კაროლინ ვოზნიაცკი, გარბინ მუგურუსა, სლოან სტივენსი, ელინა სვიტოლინა, კაროლინ გარსია, პეტრა კვიტოვა, ვინუს უილიამსი და მედისონ კისი.