უიმბლდონის გაუქმების გამო მიყენებულ ზარალს დაზღვევა აანაზღაურებს
უიმბლდონის გაუქმების გამო მიყენებულ ზარალს დაზღვევა აანაზღაურებს

უიმბლდონი 2020-ის სამი თვით ადრე გაუქმების მიზეზი ის იყო, რომ მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი სლემის ტურნირებიდან ყველაზე პრესტიჟული გათამაშების მომზადებას მინიმუმ სამი თვე მაინც ესაჭიროება, ამიტომაც სიტუაციიდან გამომდინარე ირგანიზატორებმა კი არ გადადეს, არამედ საერთოდ გააუქმეს წლევანდელი ტურნირი.

უიმბლდონი ერთ-ერთ იმ იშვიათ ტურნირთა შორის შედის, რომლებსაც გაუქმების გამო მიყენებულ ზარალს დაზღვევა აუნაზღაურებს. მიყენებულ ზიანს მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში ფარავენ – დაწყებული პანდემიიდან, რომელიც ამ დროისთვის მძვინვარებს, ასევე დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაშიც კი, რომლის შემდგომ ნაციონალური ტრაური გაიმართება და ასპარეზობებს ხელს შეუშლის.

სავარაუდო დათვლებით ზარალი 250 მილიონ ფუნტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელების მიერ უიმბლდონის გაუქმების და არა გადადების მიზეზი ბალახის საფარი იყო, რომელიც ზედმეტი ტენიანობის გამო შემოდგომაზე ძალიან სრიალა ხდება.