უიმბლდონის ორგანიზატორები ჯერჯერობით არ გეგმავენ ტურნირის გადატანას კორონავირუსის პანდემიის გამო, – წერია „დიდი სლემის” ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებაში. 2020 წელს, უიმბლდონი 29 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა გაიმართოს.
„ვაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან… ამ მომენტისთვის ჩვენ, ჯერჯერობით, ვაგრძელებთ ტურნირისთვის მზადებას. გვსურს საჩოგბურთო კომპლექსი მაქსიმალურად შეზღუდული ძალებით მოვაწესრიგოთ, სხვა საკითხები კი დისტანციურ რეჟიმში მოვაგვაროთ”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადაიტანეს როლან გაროსი, რომელიც წინ უძღვის უიმბლდონს.