უიმბლდონი 2021 - მერვედფინალის ფაქტები და სტატისტიკა (კაცები) #1TVSPORT
ფაქტები
* ხაჩანოვისა და კორდას მერვედფინალში მეხუთე სეტი 10:8 დასრულდა. ამ პარტიაში ჩოგბურთელებმა ჯამში 13 ბრეიკი შეასრულეს, რაც უიმბლდონის ახალი რეკორდია მამაკაცთა ტურნირზე.
* მატეო ბერეტინის ბალახზე ცხრამატჩიანი მოგებების სერია აქვს, რომლის დროსაც მან მხოლოდ ორი სეტი წააგო. უიმბლდონამდე იტალიელმა „ქუინზ ქლაბის“ ტურნირი მოიგო.
* ბერეტინი კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში.
* დენის შაპოვალოვი კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში.
* ნოვაკ ჯოკოვიჩს „დიდი სლემის“ ტურნირებზე 18-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.
* ფელიქს ოჟე-ალიასიმი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში.
* ოჟე-ალიასიმმა ზედიზედ მესამედ დაამარცხა რეიტინგის TOP10-ის წარმომადგენელი.
* 2021 წლის სეზონში ოჟე-ალიასიმს ბალახზე 12-დან 10 მატჩი აქვს მოგებული.
* როჯერ ფედერერი მეთვრამეტედ გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში და განაახვლა საკუთარი რეკორდი. 14 მეოთხედფინალით მეორე ადგილზეა ჯიმი კონორსი. მესამეზეა ნოვაკ ჯოკოვიჩი – 12 მეოთხედფინალი.
* „დიდი სლემის“ ტურნირენზე ფედერერი 58-ე მეოთხედფინალს ითამაშებს და ესეც მისი რეკორდის განახლებაა. მეორეზეა ჯოკოვიჩი, რომელიც 50-ედ გავიდა რვა საუკეთესოში.
* ფედერერი უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეოთხედფინალისტი გახდა.
* ფედერერმა უიმბლდონზე 105-ე მატჩი მოიგო. მან გაიმეორა რაფაელ ნადალის რეკორდი „დიდი სლემის“ ერთ კონკრეტულ ტურნირზე მოგებების რაოდენობით, რომელიც ესპანელმა წელს, როლან გაროსზე დაამყარა.
1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ. 1)-გარინი (ჩილ) 6:2, 6:4, 6:2
ფუჩოვიჩი (უნგ)-რუბლიოვი (რუს, 5) 6:3, 4:6, 4:6, 6:0, 6:3
ხაჩანოვი (რუს, 25)-კორდა (აშშ) 3:6, 6:4, 6:3, 5:7, 10:8
შაპოვალოვი (კან, 10)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8) 6:1, 6:3, 7:5
ბერეტინი (იტა, 7)-ივაშკა (ბლრ) 6:4, 6:3, 6:1
ოჟე-ალიასიმი (კან, 16)-ზვერევი (გერ, 4) 6:4, 7:6(6), 3:6, 3:6, 6:4
ფედერერი (შვეიც, 6)-სონეგო (იტა, 23) 7:5, 6:4, 6:2
მედვედევი (რუს, 2)-ჰურკაჩი (პოლ, 14) 6:2, 6:7(2), 6:3, 3:4 გადაიდო
1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ. 1)-ფუჩოვიჩი (უნგ)
ხაჩანოვი (რუს, 25)-შაპოვალოვი (კან, 10)
ბერეტინი (იტა, 7)-ოჟე-ალიასიმი (კან, 16)
ფედერერი (შვეიც, 6)-მედვედევი (რუს, 2)/ჰურკაჩი (პოლ, 14)