უიმბლდონი 2019 - სერენა უილიამსმა და ეშლი ბარტიმ იოლი მოგებებით დაიწყეს
რეიტინგის ყოფილი ლიდერი სერენა უილიამსი პირველ წრეში ნაკლებად ცნობილ იტალიელს ჯულია გატო-მანტიკონეს ხვდებოდა. ამერიკელმა მძლავრად დაიწყო და 5:0 დაწინაურება შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს აპენინელი. მან პირველი პარტიის გადარჩენა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, მეორე სეტში თითქმის თანაბრად ებრძოლა ლეგენდას, ერთხელ უკუბრეიკიც შეასრულა, მაგრამ სერენამ მაინც მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე.
მსოფლიოს ამჟამინდელმა პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ იოლად მოუგო ჩინელ საისაი ჟენგს – 6:4, 6:2, თუმცა, გარკვეული ხარვეზები ჰქონდა. მაგალითად, ავსტრალიელს უფრო მეტი უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, ვიდრე “ვინერსი” – 16 20-ის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ბარტიმ პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა დათმო.
ეშლის შემდეგი მეტოქე ბელგიელი ვან უიტვანკი იქნება, სერენა კი სლოვენიელ იუვანს შეხვდება.