უიმბლდონი 2019 - ენდი მარეიმ და სერენა უილიამსმა მიქსტში პირველი მატჩი მოიგეს
უიმბლდონის პირველი კვირის ერთ-ერთი მთავარი და განხილვადი თემა იყო მიქსტში ამერიკელი სერენა უილიამსისა და ბრიტანელი ენდი მარეის ერთობლივი გამოსვლა.
შაბათს, ვარსკვლავურმა წყვილმა პირველი მატჩი ჩაატარა შერეულ წყვილთა თანრიგში და პირველ გამარჯვებასაც მიაღწია. მარეიმ და უილიამსმა საათსა და 16 წუთში მოუგეს გერმანელ ანდრეას მისსა და ჩილელ ალექსა გუარაჩის – 6:4, 6:1. ამერიკელსა და ბრიტანელს უფრო იოლად მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ 16-დან მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს. მათ მეტოქეებს მატჩში არცერთი ბრეიკი არ ჰქონიათ.
მერვედფინალში გასასვლელად, ენდი მარეი და სერენა უილიამსი ფრანგ ფაბრის მარტენსა და ამერიკელ რაკელ ატავოს შეხვდებიან. ეს წყვილი მე-14 ნომრადაა არის განთესილი ტურნირზე.
ბრიტანელი ენდი მარეი ამ უიმბლდონზე მხოლოდ წყვილებში გამოდის. ის უკვე გამოეთიშა მამაკაცების წყვილთა ტურნირს – ფრანგ პიერ-უგ ერბერთან დუეტში, მარეიმ წააგო მეორე წრის მატჩი ხორვატებთან – ნიკოლა მეკტიჩთან და ფრანკო სკუგორთან – 7:6(4), 4:6, 2:6, 3:6.