უიმბლდონი 2019 - 15 წლის გაუფმა II წრე გაიარა
უიმბლდონი 2019 - 15 წლის გაუფმა II წრე გაიარა

ქალთა ტურნირზე მეორე დღემ განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. საყოველთაო ყურადღება მიპყრობილი იყო 15 წლის ამერიკელი კორი გაუფის მისამართით, რომელმაც პირველ წრეში თავისზე 24 წლით უფროსი ვინუს უილიამსი დაამარცხა ორ სეტში – 6:4, 6:4. ახლა კი მან ასევე ორ სეტში მოუგო 15 წლით მასზე უფრო მაგდალენა რიბარიკოვას.

15 წლის ჩოგბურთელმა მისი ასაკისთვის არადამახასიათებელი საიმედო თამაში აჩვენა: პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ხუთი ქულა წააგო, მეორეზე – შვიდი, 18 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მან ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და რიბარიკოვას ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა.

საბოლოოდ, გაუფმა საათსა და 10 წუთში 6:3, 6:3 მოიგო.

სიმონა ჰალეპმა რუმინულ დერბიში რთულ ბრძოლაში აჯობა მიჰაელა ბუზარნესკუს – 6:3, 4:6, 6:2. ორივე ჩოგბურთელი ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე – ჯამში 23 ბრეიკ-პოინტი და 15 ბრეიკი დაფიქსირდა, აქედან ცხრა ჰალეპისა იყო და ექვსი – ბუზარნესკუსი.

ჰალეპს შემდეგ ეტაპზე ასეთი თამაშით გაუჭირდება ბელარუსი ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გაანადგურა ავსტრალიელი ტომლიანოვიჩი – 6:2, 6:0.