უიმბლდონი 2018 - ქალთა ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა
უიმბლდონი 2018 - ქალთა ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

მორიგი დიდი სენსაცია მოხდა უიმბლდონის ქალთა ტურნირზე. ლონდონში გამოსვლა დაასრულა შარშანდელმა ჩემპიონმა, ესპანელმა გარბინ მუგურუსამ. მან სამ სეტში წააგო მსოფლიოს 47-ე ჩოგანთან, ბელგიელ ალისონ ვან უიტვანკთან – 7:5, 2:6, 1:6.
მუგურუსას თავიდანვე შეექმნა პრობლემები, როცა პირველ სეტში 2:4 ჩამორჩა. თუმცა, აქ ჩავარდნა დაეწყო ვან უიტვანსკაც, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და 5:7, 0:1 ჩამორჩა. ამის შემდეგ, ბელგიელმა შეძლო მობილიზება და ერთხელაც აღარ დაუთმო მეტოქეს საკუთარი გეიმი, თავად კი მეორე და მესამე სეტებში ხუთი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ უიმბლდონზე უკვე შეწყვიტა ბრძოლა ქალთა რეიტინგის TOP10-ის ექვსმა წევრმა – დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ (2), გარბინ მუგურუსამ, ამერიკელმა სლოან სტივენსმა (4), უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ (5), ფრანგმა კაროლინ გარსიამ (6) და ჩეხმა პეტრა კვიტოვამ (8).

ქალები
II წრე
ჰალეპი (რუმ, 1)-ს. ჟენგი (ჩინ) 7:5, 6:0
ვან უიტვანკი (ბელ)-მუგურუსა (ესპ, 3) 5:7, 6:2, 6:1
კერბერი (გერ, 11)-ლიუ (აშშ) 3:6, 6:2, 6:4
ოსტაპენკო (ლატ, 12)-ფლიპკენსი (ბელ) 6:1, 6:3
კასატკინა (რუს, 14)-პუტინცევა (ყაზ) 6:2, 6:3
მერტენსი (ბელ, 15)-ვიკერი (აშშ) 6:1, 6:3
ბარტი (ავსტრა, 17)-ბუშარი (კან) 6:4, 7:5
ოსაკა (იაპ, 18)-ბულტერი (ბრიტ) 6:3, 6:4
ციბულკოვა (სლოვაკ)-კონტა (ბრიტ, 22) 6:3, 6:4
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-ცურენკო (უკრ) 6:1, 6:4
გავრილოვა (ავსტრა, 26)-სტოსური (ავსტრა) 6:4, 6:1
სუარეს ნავარო (ესპ, 27)-სორიბეს ტორმო (ესპ) 6:4, 6:1
კონტავეიტი (ესტ, 28)-ბრეიდი (აშშ) 6:2, 7:6(4)
ბენჩიჩი (შვეიც)-რისკე (აშშ) 1:6, 7:6(10), 6:2
ჰსიე (ტაივ)-არუაბარენა (ესპ) 6:3, 6:3
დიატჩენკო (რუს)-კენინი (აშშ) 6:4, 6:1
სასნოვიჩი (ბლრ)-თაუნსენდი (აშშ) 6:0, 6:4.