უილიამ კორტნი - სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილს განიხილავენ ყოფილ ლიდერად, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა
უილიამ კორტნი - სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილს განიხილავენ ყოფილ ლიდერად, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ თუ დააპატიმრებენ, დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა დასავლეთში სააკაშვილს განიხილავენ ყოფილ ლიდერად, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.

„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება, ჰქონდეს იმედი, რომ მისი დაბრუნება და დაპატიმრება ალექსეი ნავალნის მსგავსად, მისგან მსხვერპლს შექმნის და დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება არა როგორც მშვიდობისთვის მებრძოლი, არამედ საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა“, – ნათქვამია უილიამ კორტნის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.