უილიამ კორტნი – ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც კორტნი აღნიშნავს, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება.
„რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში სწორად უჭერს მხარს საქართველოს მხარდამჭერ აქტს, თუმცა არასწორია მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის „ახლო მოკავშირეა“ და „ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში“.
ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება“, – აღნიშნავს უილიამ კორტნი.
The RSC’s report properly backs Georgia Support Act, but wrongly claims Bidzina #Ivanishvili is “close ally of #Putin and involved in destabilizing #Georgia.” For last 8 years Georgia has continued to become more #democratic and stable. https://t.co/tvC2EegHa2 via @CivilGe
— William Courtney (@courtneywmh) June 13, 2020