უიღბლო დღე ევროსარბიელზე - ქართველებიდან გოლი არავის გაუტანია #1TVSPORT
უიღბლო დღე ევროსარბიელზე - ქართველებიდან გოლი არავის გაუტანია #1TVSPORT

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დათა ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, სადაც დანიურმა გუნდმა F ჯგუფში გიბრალტარის „ლინკოლნს“ უმასპინძლა. მეტოქეებმა 2-2 გოლი გაიტანეს, მაგრამ დანიელებმა 3:1 მოიგეს, რადგან გიბრალტარელთა 38 წლის მცველს, როი ჩიპოლინას კარი აერია და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ქართველი მცველის გუნდი ჯგუფში უდანაკარგოდ, 6 ქულით პირველ ადგილზეა.

ამავე ჯგუფში ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავასსლოვანი“ სალონიკში პაოკ-ს ესტუმრა და 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2 მატჩში 1 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. პირველზე 6 ქულით ხოჭოლავას „კოპენჰაგენია“.

დავით ხურციძე „ალაშკერტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა – სომხეთის ჩემპიონმა ფინეთის „ჰიკი“ მიიღო და 2:4 დამარცხდა. 38-ე წუთიდან „ალაშკერტი“ 10 კაცით თამაშობდა. გუნდი უქულოდ A ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

გენტმა“ B ჯგუფში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. ქართველებიდან მხოლოდ ნიკა კაჭარავამ (78-ე წუთიდან) ითამაშა. „გენტი“ B ჯგუფში 6 ქულით ბელგრადის „პარტიზანთან“ ერთად ლიდერობს. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კი უქულოდ ბოლო პოზიციას ესტონურ „ფლორასთან“ ერთად იყოფს.

ევროპის ლიგის B ჯგუფში გრაცის „შტურმმა“ ნიდერლანდურეინდჰოვენს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრავმის გამო 82-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ უქულოდ ბოლო ადგილზეა.

ფერენცვაროშმა“ G ჯგუფში „ბეტისი“ მიიღო და 1:3 დამარცხდა. ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონის განაცხადში არ იყვნენ. „ფერენცვაროში“ G ჯგუფში 0 ქულითაა, ისევე როგორც „სელტიკი“, 6-6 ქულით კი „ლევერკუზენი“ და „ბეტისი“ ლიდერობენ.

კონსტანტინე მარადიშვილი მოსკოვის „ლოკომოტივის“ „ლაზიოსთან“ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. E ჯგუფის ეს მატჩი რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და იტალიელებმა 2:0 მოიგეს. მარადიშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.