ევროპის ლიგა | „შტურმი“ „ეინდჰოვენთან“ დამარცხდა - კიტეიშვილმა ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ლიგა | „შტურმი“ „ეინდჰოვენთან“ დამარცხდა - კიტეიშვილმა ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. „ბ“ ჯგუფში გრაცის „შტურმმა“ ნიდერლანდურეინდჰოვენს“ უმასპინძლა და შანსოდ დამარცხდა.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. მის მიმართ „ეინდჰოვენის“ მოთამაშეები ყურადღებით თამაშობდნენ. საერთოდ, პირველ ტაიმში სტუმრებმა ბურთი უკეთ გააკონტროლეს, უპირატესობას ფლობდნენ და 32-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. კუთხურის გათამაშება შედეგიანი დარტყმით იბრაჰიმ სანგარემ დაასრულა და შესვენებაზე „ეინდჰოვენი“ უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარიც ნიდერლანდელების უპირატესობით დაიწყო და 51-ე წუთზე ერან ზაჰავიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. „შტურმი“ მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა და 55-ე წუტზე ჯონ სტანკოვიჩმა სხვაობა მინიმუმადე შეამცირა. ამ დროს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა ოთარ კიტეიშვილს. განსაკუთრებით სახიფათო შეტევას 65-ე წუთებზე ასრულებდა, ამგრამ ახლოდან მისი თავური დარტყმა „ეინდჰოვენის“ მეკარემ, ჯოელ დრომელმა მოიგერია.

სტუმრებმა „შტურმის“ შტურმი შეაჩერა, უპირატესობა ისევ მოიპოვა და მატჩის ბოლოსკენ ავსტრიელებს ქულის მოპოვების შანსიც გადაუწურა. 74-ე წუთზე ფილიპ მაქსმა „ეინდჰოვენის“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, ხოლო 78-ე წუთზე იორბე ვერტესენმა გრაცელებს მეოთხეც გაუტანა და საბოლოოდ სტუმრებმა 4:1 მოიგეს.

ამ უსიამოვნებას ისიც დაემატა, რომ ზედ სანაკრებო მატჩებამდე კიტეიშვილის კიდევ ერთხელ დაშავდა და 82-ე წუთზე იძულებით შეცვალეს. მას „ეინდჰოვენის“ კაპიტანმა მარკო ვან გინკელმა ქუსლში ძლიერად ჩაარტყა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მოედანი კოჭლობით დატოვა. თუმცა, ჯერ უცნობია, ტრავმა რამდენად სერიოზულია და შეძლებს თუ არა კიტეიშვილი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებზე ჩამოსვლას.

„ბ“ ჯგუფში პარალელურად მეორე მატჩი გაიმართა. „რეალ სოსიედადმა“ „მონაკო“ მიიღო და ფრე ითამაშა – 1:1.  ორი ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ ქულა ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილზეა, ხოლო „მონაკო“ და „ეინდჰოვენი“ 4-4 ქულით ლიდერობენ.

დატოვე კომენტარი