უგრძესი სამოქალაქო ფრენები მსოფლიოში
უგრძესი სამოქალაქო ფრენები მსოფლიოში

კატარის ავიახაზებს ახალი რეკორდის დამყარება სურს. კომპანიას სურვილი აქვს, შექმნას სამოქალაქო ფრენის უგრძესი რეისი მსოფლიოში — დოჰა – ოკლენდი (ახალი ზელანდია), რომლის მანძილიც 14 529 კილომეტრი იქნება. ფრენას 18 საათი და 34 წუთი დასჭირდება. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რათა ორჯერ სრულად უყუროთ ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიას, რომელიც სწორედ ახალ ზელანდიაშია გადაღებული.

თუკი ეს მარშრუტი განხორციელდა, ის მაინც ვერ იქნება ყველა დროის უგრძესი ფრენა მსოფლიოში. ეს რეკორდი სინგაპურის ავიახაზების ფრენა 21-ს ეკუთვნის ნიუ-იორკსა და სინგაპურს შორის, რომლის სიგრძეც 15 329 კმ იყო და 19 საათს გრძელდებოდა. მარშრუტი 2013 წელს გაუქმდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ 2018 წელს ის კვლავ აღდგება.

ამ ეტაპისთვის, უახლოეს მომავალში დაგეგმილ სამოქალაქო ფრენებს შორის უგრძესია Emirates-ის რეისი დუბაი-პანამა, რომელიც 31 მარტიდან დაიწყება.

1. დუბაი – პანამა (Emirates) 13 821 კმ, 17 სთ 34 წთ

2. დალასი – სიდნეი (Qantas) 13 804 კმ, 16 სთ 55 წთ

3. ლოს-ანჯელესი – ჯიდა (Saudia) 13 409 კმ, 16 სთ 55 წთ

4. იოჰანესბურგი – ატლანტა (Delta Airlines) 13 582 კმ, 16 სთ 40 წთ

5. დუბაი – ლოს-ანჯელესი (Emirates) 13 420 კმ, 16 სთ 35 წთ

6. აბუ-დაბი – ლოს-ანჯელესი (Etihad Airways) 13 502 კმ, 16 სთ 30 წთ

7. დუბაი – ჰიუსტონი (Emirates) 13 144 კმ, 16 სთ 20 წთ

8. დალასი – ჰონგ-კონგი (American Airlines) 13 072 კმ, 16 სთ 20 წთ

9. აბუ-დაბი – სან-ფრანცისკო (Etihad Airways) 13 128 კმ, 16 სთ 15 წთ

10. დუბაი – სან-ფრანცისკო (Emirates) 13 041 კმ, 15 სთ 50 წთ

წყარო: World Economic Forum