უგოლო მატჩი „არსენალთან“ - ბათუმის „დინამომ“ რუსულ გუნდს არაფერი დაუთმო
ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო მატჩი რუსეთის პრემეირლიგის გუნდთან გამართა და ფრედ დაასრულა.
გია გეგუჩაძის გუნდი რუსეთის პრემიერლიგის ტულის „არსენალს“ დაუპირისპირდა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი, გია გრიგალავა თამაშობდა. ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის გავრცელებული ცნობებით, პირველ ტაიმში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მცირე უპირატესობას ფლობდა, ლუკაშ გროცურეკს კი ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ „არსენალის“ მეკარეს ვერ აჯობა.
შესვენების შემდეგ კი უპირატესობას ტულის „არსენალი“ დაეუფლა. 65-ე წუთიდან „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეცვლები განახორციელა – ბათუმელებმა თამაში გამოასწორეს და საფინალო სასტვენამდე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვაკო თევდორაძემ კარს ააცილა.
დინამო ბათუმი – ტულას არსენალი 0:0
დინამო: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი – ფანცულაია.
მეორე ტაიმში შევიდნენ: აზაროვი, გაგოშიძე, მარგველაშვილი, ზარია, თევდორაძე, გეგეჭკორი, ნიქაბაძე, ტეიდი, ჯიჯავაძე.