უგოლო ფრე სამტრედიაში - ეროვნული ლიგის მეხუთე ტური დაიწყო 
უგოლო ფრე სამტრედიაში - ეროვნული ლიგის მეხუთე ტური დაიწყო 

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის პირველი მატჩი სამტერდიაში გაიმართა – ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტერდიამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, მაგრამ უფერული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, შანსებით ვერც ერთმა ისარგებლა და მსაჯის საფინალო სასტვენმა უგოლო ფრე დააფიქსირა – 0:0.

ხუთი ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ ხუთი ქულა მოიპოვა და „საბურთალოსთან“ ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს, ხოლო საჩხერის „ჩიხურას“ ჯერ თამაში არ მოუგია და ორი ქულით ისევ ბოლო, მე-10 ადგილზეა.