თბილისის „საბურთალომ“ და ბოლნისის „სიონმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრა გამართეს – მატჩი, რომელიც „პეტრო-არენაზე“ ჩატარდა, ფრედ დაასრულეს.
საქართველოს თასის მფლობელისა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სიონის” შეხვედრაში ორივე გუნდი ცდლობდა კარის აღებას, მაგრამ ორივე გუნდის მეკარემ, თორნიკე მეგრელიშვილმა და გიორგი ჩოჩიშვილმა საიმედოდ ითამაშეს და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
„საბურთალო“: მეგრელიშვილი, იაშვილი, გურეშიძე, კაკუბავა, მამაცაშვილი, ქარდავა, ქავთარაძე, შ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი.
მეორე ტაიმი: გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ლ. ნონიკაშვილი, შ. ნონიკაშვილი (გეგუჩაძე), ო. მამაგეიშვილი, პარკინაშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.
„სიონი“: ჩოჩიშვილი, კორიფაძე, კილასონია, ჯაფიაშვილი, ნემსაძე, ბენგალა, ლ. უგრეხელიძე, ლ. ხორხელი, ნ. ხორხელი, კვერნაძე, რაფაელო.