უფლებამოსილების პირველ დღეს დონალდ ტრამპი 100-მდე აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას იმიგრაციის, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ფედერალური მთავრობის ოპერაციების შესახებ გეგმავს
უფლებამოსილების პირველ დღეს დონალდ ტრამპი 100-მდე აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას იმიგრაციის, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ფედერალური მთავრობის ოპერაციების შესახებ გეგმავს

უფლებამოსილების პირველ დღეს დონალდ ტრამპი 100-მდე აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას გეგმავს. ამ ბრძანებებიდან ბევრი შემუშავებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ბრძანებების გაუქმების ან აღმოფხვრის მიზნით. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

დონალდ ტრამპი სწრაფად განახორციელებს აღმასრულებელ ქმედებებს იმიგრაციის, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ფედერალური მთავრობის ოპერაციების შესახებ.

იმიგრაციასთან დაკავშირებული ბრძანება მოიცავს საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, როგორც თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსების განბლოკვის საშუალებას.

ტრამპი მთელ რიგ ნარკოკარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად დაასახელებს და თავის ადმინისტრაციას მიმართავს, აღადგინოს მიგრანტების დაცვის პროტოკოლის პირველი ვადის პოლიტიკა, რომელსაც უფრო ხშირად მოიხსენიებენ სახელწოდებით „დარჩი მექსიკაში“.

ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს ფედერალური მთავრობის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკის გაუქმების შესახებ; ასევე, ბრძანებებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შემოღებული კონკრეტული გენდერული აღმასრულებელი ბრძანებების გაუქმების მიზნით.