უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ირანში, სულ მცირე, 1 097 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 181 ბავშვია

10:11, 04.03.2026
Smoke billows after an Israeli strike on Beirut's southern suburbs, following an escalation between Hezbollah and Israel amid the U.S.-Israeli conflict with Iran, Lebanon, March 2, 2026. REUTERS/Mohamed Azakir     TPX IMAGES OF THE DAY

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანში, სულ მცირე, 1 097 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 181 ბავშვია.

ამასთან, როგორც უფლებადამცველი ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულია 5 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100 ბავშვი.

მსგავსი