უფლებადამცველების ინფორმაციით, ბელარუსში გამართულ აქციაზე 218 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართული მორიგი აქციის დროს სამართალდაცმველებმა 218 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უფლებადამცველ ცენტრ „ვესნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მინსკში საპროტესტო აქციები უკვე 50 დღეა, იმართება. დემონსტრანტები პრეზიდენტისგან არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის არჩეულ ლიდერად ოპოზიციონერ სვეტლანა ციხანოვსკაიას მიიჩნევენ.
აქციის მონაწილეებმა დღეს გამართულ დემონსტრაციას ციხანოვსკაიას ე.წ. სახალხო ინაუგურაცია უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ვითარება 9 აგვისტოს შემდეგ უცვლელია. აქტივისტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ. თავად ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ არჩევნები დემოკრატიული იყო და ის მეექვსედ გახდა პრეზიდენტი.