უფლებადამცველების ინფორმაციით, ბელარუსში აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბელარუსში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოპოზიციის მხარდამჭერების უმრავლესობა ქვეყნის დედაქალაქ მინსკში დააკავეს.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში დემონსტრანტების დაკავებები დაადასტურეს, თუმცა რაოდენობა არ დაუსახელებიათ.
მინსკში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარტიზანის გამზირზე მოაწყვეს.