UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წელს „ოქროს ბურთი“ უნდა მიიღოს #1TVSPORT
ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას მიაჩნია, რომ 2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველი დანიელ კარვახალი უნდა გახდეს.
გასულ სეზონში კარვახალმა „რეალთან“ ერთად მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.
„მან მოიგო ლიგა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გაიმარჯვა ევროზე. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი ტიტული მოიგო მიმდინარე წელს, ამიტომაც, ეჭვგარეშეა, იმსახურებს „ოქროს ბურთს““, – მოჰყავს თოფურიას სიტყვები ესპანურ გამოცემა Marca-ს.