UFC-ის ჩემპიონი ალექს პერეირა სპარინგის დროს მუსიკოსმა დაანოკაუტა [ვიდეო] #1TVSPORT

UFC-ის მოქმედი ჩემპიონი, ბრაზილიელი ალექს პერეირა სპარინგის დროს რეპერმა ტიონ ჯეიდენმა ნოკაუტში გაუშვა.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის ნოკაუტი სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა და ამერიკელი მუსიკოსის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

36 წლის ბრაზილიელი მებრძოლი ჩემპიონის ტიტულს 2022 წლიდან ინარჩუნებს. ალექს პრეირა უახლოეს ბრძოლას 2024 წლის 14 აპრილს ამერიკელ ჯამალ ჰილთან გამართავს.