UFC 249 აღარ გაიმართება -ღონისძიება ოფიციალურად ჩაშლილად გამოცხადდა
9 აპრილს, აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC 249 18 აპრილს გაიმართება. თუმცა კორონავირუსის შედეგად ამერიკაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამო ცნობილი ხდება, რომ ღონისიება აღარ შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო დანა ვაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მე მზად ვიყავი ღონისძიების ჩასატარებლად. როგორც ნახეთ ამის შესახებ ოფიციალრუადაც განვაცხადეთ, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და ახლა ნამდვილად არ ვთვლი სწორე ნაბიჯად ამ ღონისძიების ჩატარებას. აქედან გამომდინარე UFC 249 ოფიციალურად ჩაშლილია.“ – განაცხადა ვაიტმა.