უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება წლის ბოლომდე იგეგმება
უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება წლის ბოლომდე იგეგმება

უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, 60-მდე დასახელების წამალი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. ახლა წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეთა ჯგუფები სავარაუდოდ იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება გაფართოება 23-დან 30-მდე და საბოლოო ჯამში 60 დასახელების მედიკამენტზე“, – განაცხადა სერგეენკომ.