უელსმა ურუგვაი დაამარცხა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება | იაპონია 2019
უელსმა ურუგვაი დაამარცხა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის მატჩში უელსსა და ურუგვაის შორის სენსაცია არ დაფიქსირდა: ბრიტანელებმა მატჩი 35-13 მოიგეს, D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან.

ავსტრალიამ მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე ინგლისს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში არიან ასევე ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, რომლებიც თავიანთ მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ ელოდებიან.