უელსმა შოტლანდიას მოუგო და ექვსი ერის ჩემპიონობას მიუახლოვდა
უელსმა შოტლანდიას მოუგო და ექვსი ერის ჩემპიონობას მიუახლოვდა

უელსის ნაკრებმა წლევანდელი ექვსი ერის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში შოტლანდია დაამარცხა.

ედინბურგის მარეიფილდის სტადიონზე გამართული თამაშის მეორე ტაიმში საბოლოო შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც დარსი გრეჰემმა გაიტანა ლელო და მასპინძლებს მოგების შანსი გაუჩინა. თუმცა საბოლოოდ, ჯოშ ადამსისა და ჯონათან დევისის საუცხოო თამაშის წყალობით, უელსმა სკოტებს ზედიზედ მეთერთმეტედ მოუგო.

ახლა უელსს მხოლოდ ერთი მოგება დარჩა და წლევანდელ ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება. ბოლო ტურში ისინი საკუთარ მოედანზე ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

გუშინ გამართულ კიდევ ერთ მატჩში ინგლისმა იტალიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 57-14 აჯობა.

დღეს, 10 მარტს, ბოლოსწინა ტურის კიდევ ერთ მატჩში, ირლანდია საფრანგეთს უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობა: