უელსმა ირლანდია დაამარცხა და ექვსი ერის გამარჯვებული გახდა
CARDIFF, WALES - MARCH 16: Wales captain Alun Wyn Jones and team mates celebrate with the Championship trophy after their Grand Slam win after the Guinness Six Nations match between Wales and Ireland at Principality Stadium on March 16, 2019 in Cardiff, Wales. (Photo by Stu Forster/Getty Images)
უელსის ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელი ექვსი ერის ჩემპიონატის ბოლო ტურში ირლანდია 25-7 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
პირველი ლელო უელსელებმა მატჩის დებიუტშივე დადეს, რასაც ზუსტი გარდასახვა, შემდეგ კი რამდენიმე ზუსტი ჯარიმა მოჰყვა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 16-0 მოიგეს. მეორე ტაიმში ამას კიდევ სამი ჯარიმა დაემატა, ირლანდიელებმა კი მატჩის მიწურულს ერთი პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხეს.
მთლიანობაში, როგორც ბი-ბი-სი (BBC) იტყობინება, ირლანდიამ ჩემპიონისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და სრულებით არ ჰგავდა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ გუნდს.
აღსანიშნავია ასევე, რომ უელსმა წლევანდელ გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგო, რისთვისაც დიდი სლემი დაისაკუთრა. ბოლო 11 წლის განმავლობაში ეს უელსელების მესამე მსგავსი შედეგია, მთლიანობაში კი ამ გუნდს 12 დიდი სლემი აქვს მოგებული და მხოლოდ ერთით ჩამორჩება ამ კომპონენტში ლიდერ ინგლისს.
სხვა მატჩები:
იტალია 14-25 საფრანგეთი
ინგლისი 38-38 შოტლანდია
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
