უელსი - სამხრეთ აფრიკა საქართველოს პირველ არხზე | იაპონია 2019
უელსი - სამხრეთ აფრიკა საქართველოს პირველ არხზე | იაპონია 2019

დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს უელსისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრებმა ქვეჯგუფში ყველა მატჩი მოიგო (მათ შორის საქართველოს ნაკრებთან) და პირველი ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც, მეოთხედფინალში, საფრანგეთი უდრამატულეს ბრძოლაში დაამარცხა და ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკის გუნდს, „ქურციკებმა“ ქვეჯგუფში მხოლოდ ახალ ზელანდიასთან წააგეს და მეორე ადგილიდან გავიდნენ მეოთხედფინალში, სადაც იაპონიას აჯობეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

საინტერესოა, რომ დღევანდელ მატჩში უელსის გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს თასების ისტორიაში პირველი ბრიტანული ფინალი გაიმართება, რადგან გუშინ, პირველ ნახევარფინალში, ინგლისმა ახალი ზელანდია დაამარცხა.