უეინ რუნის მიაჩნია, რომ „მანჩესტერმა“ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერზე უნდა გააკეთოს #1TVSPORT
უეინ რუნის მიაჩნია, რომ „მანჩესტერმა“ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერზე უნდა გააკეთოს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, უეინ რუნის მიაჩნია, რომ მანჩესტერულმა გრანდმა აქცენტი ახალგარდა ფეხბურთელების შეძენაზე უნდა გააკეთოს.

„ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიხედებოდეთ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 20-25 წლის ფეხბურთელები უნდა გაიფორმოს და აქცენტი ასეთ ტრანსფერებზე გააკეთოს.

კაზემირო ერიკსენს ჰგავს – ის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შეძლებს გუნდს წინსვლაში დაეხმაროს? ფრენკი დე იონგი უკეთესი ვარიანტი იქნებოდა“, – ციტირებს რუნის სიტყვებს The Times.