უეინ რუნი და პატრიკ ვიეირა პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში ორი ახალი ფეხბურთელი მიიღეს – უეინ რუნი და პატრიკ ვიეირა.
რუნიმ მთელი თავისი სათამაშო კარიერა თითქმის მთლიანად პრემიერლიგაში გაატარა – „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ევერტონში“. ის ინგლისის ხუთგზის ჩემპიონია. ჯამში პრემიერლიგაში 208 გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახლავთ.
ვიეირა ინგლისში „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა. ლონდონურ კლუბთან ერთად მან სამჯერ მოიგო ტიტული, მათ შორის 2003-04 წლების სეზონში, როცა „არსენალმა“ მთელი დისტანცია წაუგებლად გაიარა. მაშინ ფრანგი გუნდის კაპიტანი იყო.
ახლა, პრემიერლიგის დიდების დარბაზში 10 წევრი ირიცხება:
ტიერი ანრი, ალან შირერი, ერიკ კანტონა, როი კინი, ფრენკ ლემპარდი, დენის ბერგკამპი, სტივენ ჯერარდი, დევის ბექჰემი, უეინ რუნი, პატრიკ ვიეირა.