უეფას ქართული კლუბების დასჯა არ შეუძლია
უეფას ქართული კლუბების დასჯა არ შეუძლია

ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანიზაციამ (უეფა) შეუძლებლად მიიჩნია ქართული კლუბების ფეხბურთელთა დასჯა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გამოჩდნენ.

კერძოდ, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ მოთამაშეები მინდორზე გავიდნენ მაისურებით, რომლებზეც ეწერა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

„იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ ფაქტებს შიდა ტურნირზე ჰქონდა ადგილი, ნებისმიერი შესაძლო სადისციპლინო ღონისძიება, რაც შეიძლება ასეთ იქნას გამოყენებული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა.

უეფა სადისციპლინო ზომებს გამოიყენებს მხოლოდ იმ ინციდენტებთან მიმართებაში, რომლებიც უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მოხდება“, – წერია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.