უეფას პრეზიდენტი - ვინც ჩემპიონატს არ დაასრულებს, საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა „კორიერო დელო სპორტთან“ (Corriere dello Sport) აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩემპიონატს არ დაასრულებენ ძალიან დაზარალდებიან.
„ეროვნული ტურნირების ორგანიზატორები უსაფრთხოების სერიოზულ და კარგად შესწავლილ პროტოკოლებზე მუშაობენ, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვან. ნულოვანი რისკი არცერთ სამუშაო გარემოში არაა. მაგრამ იმ ქვეყნების გუნდები, რომლებიც ჩემპიონატებს არ დაასრულებენ, ძალიან იზარალებენ“, – ამბობს ალექსანდრე ჩეფერინი.
უეფას პრეზიდენტმა დააკონკრეტა, ეს ქვეყნები როგორ დაზარალდებიან და ევროტურნირებზე გუნდებს როგორ წარადგენენ: „ყველას ტიტული უნდა მიენიჭოს არსებული შედეგების საფუძველზე. ევროპული სეზონის დასრულების კონკრეტული გეგმა არსებობს. ვფიქრობ, ლიგების უმეტესობას საშუალება ექნება, დარჩენილი მატჩები ჩაატარონ. იმ ქვეყნების გუნდებმა კი, რომლებიც სეზონს არ დაასრულებენ, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის შემდეგ სეზონში, უეფას შეჯიბრებებში მონაწილეობა თუ სურთ აუცილებლად საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშონ.“
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებმა, ბელგიამ და საფრანგეთმა ჩემპიონატები დაასრულეს, მათ კი ჩემპიონთა ლიგაში ადგილები გარანტირებული ჰქონდათ. ასევე დაასრულა სეზონი კვიპროსმაც, მაგრამ კვიპროსულ გუნდებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ისედაც უწევდათ.