უეფას პრეზიდენტი - სუპერლიგაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
უეფას პრეზიდენტი - სუპერლიგაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია საფეხბურთო სუპერლიგის პროექტის შესახებ.

„სუპერლიგის შექმნაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს არის ევროპაში ორი ან სამი საფეხბურთო ადმინისტრატორის ოცნება, რომლის მიმართაც არანაირი სოლიდარობა არ არსებობს. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენონ კლუბებს, თუმცა, ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ. ეს არასერიოზულია. ვფიქრობ, ეს უფრო პოპულისტური ან პოლიტიკური იდეაა, ვიდრე სერიოზული გეგმა“, – თქვა ჩეფერინმა.

ევროპული სუპერლიგა ითვალისწინებს ჩემპიონატის ტიპის ფორმატს, რომელშიც ევროპის 18 საუკეთესო გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ მთელი წლის განმავლობაში იბრძოლებს.