უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი - ქართველ სპეციალისტებს პროგრესი დაეტყოთ
უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი - ქართველ სპეციალისტებს პროგრესი დაეტყოთ

„დავით პეტრიაშვილი არენაზე” „პრო” ლიცენზიის მეშვიდე მოდული მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, – ამჟამად, სასწავლო კურსის მეშვიდე მოდული მიმდინარეობს.

სტუმრებისა და ტუტორების დახმარებით „პრო” ლიცენზიის კურსის მონაწილე მწვრთნელები გასული მოდული გააანალიზეს და ძირითადი აქცენტი ტაქტიკურ პერიოდიზაციაზე კეთდება. ამ მეთოდის საშუალებით მწვრთნელები შეისწავლიან, თამაშიდან თამაშამდე საწვრთნელი პროცესი როგორ უნდა დაიგეგმოს.

„ერთი წელია, ამ ჯგუფთან ვმუშაობ და მწვრთნელებს პროგრესი აშკარად დაეტყოთ. საინტერესოა, შემდეგ ეტაპზე როგორ შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და უნარების მოედანზე გადატანას. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კურსის მონაწილე მწვრთნელებმა თეორიულ დონეზე ყველაფერი იციან, ახლა კი დროა, რომ ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. სწორედ ამიტომ ტაქტიკური პერიოდიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია”, – ამბობს უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი კრის ვანდერ ჰააგენი.

გენადი სკურტული, უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი: „მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ და მწვრთნელებმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა გასწიეს, სიახლეები რომ აეთვისებინათ და პრაქტიკაში გამოეყენებინათ. მოკლედ პერიოდში ამ ყველაფერს გაკეთება მარტივი არ იყო, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ თითოეულ მათგანს საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს. მწვრთნელებისგან მეტს ჩართულობას ვგრძნობთ, რაც კარგი ფაქტია. ახლა მათ სჭირდებათ დრო, რომ თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში, საკუთარ გუნდებთან მუშაობაში გამოიყენონ”.

ლაშა ჭაღიაშვილი, თბილისის „ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი: „ამჯერად ინფორმაციას ვიღებთ ტაქტიკური პერიოდიზაციის შესახებ, რომლის დახმარებითაც ვსწავლობთ, სავარჯიშო პროცესის სწორად წარსამართად თითოეული დეტალი რამდენად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეთოდია, რომელიც მომავალში გუნდთან მუშაობას გაგვიადვილებს”.