უეფას იუნიორთა ლიგა სენსაციურად „ოლიმპიაკოსმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

09:32, 23.04.2024

დასრულდა უეფას იუნიორთა ლიგის (U19) 2023-24 წლების სეზონი, რომლის გამარჯვებულიც სენსაციურად გახდა „ოლიმპიაკოსი“.

ფინალში, რომელიც შვეიცარიის ნიონში გაიმართა, ბერძნულმა კლუბმა „მილანი“ გაანადგურა – 3:0. სამივე გოლი „ოლიმპიაკოსმა“ 60-დან 66 წუთამდე ინტერვალში გაიტანა.

ანგარიში პენალტით ხრისტოს მუზაკიტისმა გახსნა, ერთ წუთში თავი გამოიჩინა ანტონის პაპაკანელოსმა, 66-ე წუთზე კი ბერძნების გაქცევა „მაკრატელათი“ ულამაზესი გოლით ტეოფანის ბაკულასმა დაასრულა.

ორივე გუნდისთვის ეს იყო ისტორიაში პირველი ფინალი უეფას იუნიორთა ლიგაში.

ტიტულამდე „ოლიმპიაკოსმა“ ასევე დაამარცხა „ნანტი“, „ბაიერნი“, „ლანსი“, „ინტერი“, „გაბალა“ და „ლეჩე“.

გასულ სეზონში უეფას იუნიორთა ლიგა ნიდერლანდების „ალკმაარმა“ მოიგო.

მსგავსი