უეფას ისტორიული გადაწყვეტილება - სუპერთასს ქალი არბიტრი იმსაჯებს
უეფას ისტორიული გადაწყვეტილება - სუპერთასს ქალი არბიტრი იმსაჯებს

უეფას სუპერთასის მთავარი არბიტრი ქალი იქნება. „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ მატჩზე ფრანგი სტეფანი ფრაპარი იმსაჯებს, – წერს უეფას ოფიციალური გვერდი.

პირველად ისტორიაში ქალი არბიტრი მამაკაცთა პრესტიჟულ ტურნირზე იმუშავებს.

35 წლის ფრაპარის ასისტენტები ასევე ქალები იქნებიან – ფრანგი მანუელ ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ო’ნილი. მეოთხე არბიტრი იქნება ცნობილი თურქი ჯიუნეთ ჩექირი. მატჩში გამოყენებული იქნება ვიდეოასისტენტის სისტემა (VAR).

„არა ერთხელ მითქვამს, რომ ქალთა ფეხბურთს განუსაზღვრელი პოტენციალი აქვს და მოხარული ვარ, რომ სტეფანი ფრაპარი ​უეფას სუპერთასის მთავარი არბიტრად დაინიშნა. ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებას უთმობს ქალთა ფეხბურთის განვითარებას ყველა მიმართულებით. იმედია, ის პროფესიონალიზმი და მონდომება, რომლის წყალობითაც სტეფანიმ თავისი კარიერა ასეთ მაღალ დონეზე აიყვანა, აღმაფრენას მისცემს გოგონებსა და ქალებს მთელს ევროპაში“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ივლისში ფრაპარმა ​ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იმსაჯა. ის გახდა პირველი ქალი არბიტრი, რომელიც მუშაობდა საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩზე. ეს მოხდა 2019 წელს, 34-ე ტურის მატჩში „ამიენსა“ და „სტრასბურს“ შორის. 2019-20 წლების სეზონიდან ფრაპარი რეგულარულად იმსაჯებს საფრანგეთს მამაკაცთა ჩემპიონატის მატჩებს.

ამასთან, ფრაპარი არ არის პირველი ქალი, რომელსაც უმუშავია მამაკაცთა ევროტურნირებზე. 2004-09 წლებში, უეფას თასის სამ საკვალიფიკაციო შეხვედრას შვეიცარიელი ნიკოლ პეტინია მოემსახურა.

უეფას სუპერთასი 14 აგვისტოს სტამბოლში „ბეშიქთაშ პარკის“ სტადიონზე გაიმართება.