უეფას ერთა ლიგა - ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს შინ გამართავს
უეფას ერთა ლიგა - ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს შინ გამართავს

ერთა ლიგის „დ“დივიზიონის ფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ქვეყანა უმასპინძლებს – ეს უეფას ოფისში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა.

როგორც იცით, პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შინ გამართავს, მეორე პლეიოფში კი ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე კოსოვოს შეხვდება.

ამ ორი მატჩის გამარჯვებული ერთმანეთს გადამწყვეტ შეხვედრაში დაუპირისპირდება და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეს გაარკვევს.

დღევანდელ კენჭისყრაზე კი გაირკვა, რომ გადაწმყვეტი მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის გამარჯვებულის საშინაო არენაზე გაიმართება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი გადამწყვეტ მატჩსაც სახლში ითამაშებს, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს შეხვდება.