ევროპულ ფეხბურთს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე ემუქრება. როგორც ესპანური გაზეთი AS წერს, უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩების სამშაბათი-ოთხშაბათიდან უქმეებზე გადაწევას აპირებს. ასეთია ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციის გეგმა ტოპ-კლუბების მიერ სუპერლიგის შექმნის იდეაზე.
როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, შუა კვირას ჩემპიონთა ლიგის მატჩების ნაცვლად, გაიმართება ეროვნული ნაკრებების თამაშები.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, გამოცემა Football Leaks-მა გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები იმის შესახებ, რომ ევროპულ ტოპ-კლუბები გეგმავენ ახალი დახურული ტურნირის – სუპერლიგის დაარსებას ელიტური კლუბებისთვის, რომელიც მათთვის ჩემპიონთა ლიგას შეცვლის.
ამის შემდეგ, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აღნიშნა, რომ სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში, ის ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ტურნირში ითამაშებენ, ჩამოშორებული იქნებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს.