უეფა-მ წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტები დაასახელა
უეფა-მ წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტები დაასახელა

უეფამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა იმ 50 ფეხბურთელის სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2020 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრაზე.

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ბრაზილია), ანტონი ლოპეში (ლიონი, პორტუგალია), კეილორ ნავასი (პარი სენ-ჟერმენი, კოსტა რიკა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია), იან ობლაკი (ატლეტიკო, სლოვენია);

მცველები – დავიდ ალაბა (ბაიერნი, ავსტრია), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი), ანხელინო (ლაიპციგი, ესპანეთი), ხუან ბერნატი (პარი სენ-ჟერმენი, ესპანეთი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები), სტეფან დე ვრი (ინტერი, ნიდერლანდები), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, ნიდერლანდები), ალფონსო დევისი (ბაიერნი, კანადა), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული, შოტლანდია), ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი/ჩელსი, ბრაზილია), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი, საფრანგეთი), ჰანს ჰატებური (ატალანტა, ნიდერლანდები).

ნახევარმცველები – ტაიგო ალკანტარა (ბაიერნი/ლივერპული, ესპანეთი), უსემ აუარი (ლიონი, საფრანგეთი), ევერ ბანეგა (სევილია/ალ-შაბაბი, არგენტინა), ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია), ალეხანდრო გომესი (ატალანტა, არგენტინა), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი, გერმანია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი, ავსტრია), იოსიპ ილიჩიჩი (ატალანტა, სლოვენია), კინგსლი კომანი (ბაიერნი, საფრანგეთი), მარკინისი (პარი სენ-ჟერმენი, ბრაზილია), თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია), ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგი/მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი/ჩელსი, გერმანია), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული, ინგლისი).

ფორვარდები – სერჟ გნაბრი (ბაიერნი, გერმანია), ანხელ დი მარია (პარი სენ-ჟერმენი, არგენტინა), ჩირო იმობილე (ლაციო, იტალია), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი, ბელგია), სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, პორტუგალია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, პორტუგალია), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი, ნორვეგია).

გულშემატკივრებს 11 ფეხბურთელის არჩევა 2021 წლის 6 იანვრამდე შეეძლებათ. თუმცა, საბოლოო შემადგენლობა მხოლოდ ფანების გამოკითხვის შედეგებს არ ასახავს. ასევე გათვალისწინებული იქნება კალენდარული წლის განმავლობაში მოთამაშეთა მიღწევები.

წლის გუნდში მოხვედრის მხრივ რეკორდსმენია კრიშტიანო რონალდო (14-ჯერ), შემდეგ მოდიან – ლიონელ მესი (11) და სერხიო რამოსი (8).