უეფა-მ შესაძლოა დი მარიას „მანჩესტერთან“ განმეორებით მატჩში თამაშის უფლება არ მისცეს
უეფა-მ ფრანგული პარი სენ-ჟერმენის შემტევ დი მარიას შესაძლოა მანჩესტერთან განმეორებით მატჩში თამაშის უფლება არ მისცეს, რადგან არგენტინელმა ინგლისელ გულშემატკივრებთან პროვოკაცია მოაწყო, – იტყობინება „არ-ემ-სი“ (RMC).
წყაროს ინფორმაციით, დებულების მე-15 თავის მეექვსე „ა“ პუნქტში ნათქვამია, რომ ფეხბურთელს, გულშემატკივრების პროვოკაციისთვის, დისკვალიფიკაცია ემუქრება ერთი მატჩით ან იმ ვადით, რომელსაც მას დაუდგენენ.