უეფამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრისთვის კალათები დაამტკიცა
უეფამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრისთვის კალათები დაამტკიცა

უეფას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობები დაამტკიცა. ევროპული ნაკრებების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეოთხე კალათში მოხვდა.

მომავალი წილისყრის წინ, კალათების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

I კალათა – ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები;

II კალათა – შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;

III კალათა – რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;

IV კალათა – ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;

V კალათა – სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;

VI კალათა – მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

შესარჩევ ტურნირში იქნება ხუთი ექვსგუნდიანი და ხუთი ხუთგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების 10 გამარჯვებული პირდაპირ გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 10 მეორეადგილოსანი ითამაშებს პლეი ოფში, სადაც მათ შეუერთდებათ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი იმათგან, რომლებიც შესარჩევში საკუთარ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე ვერ გავიდნენ.

წილისყრა 7 დეკემბერს, ციურიხში ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.