უეფა-მ მომავალ კვირას გასამართი ყველა მატჩი გადადო
უეფა-მ მომავალ კვირას გასამართი ყველა მატჩი გადადო

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო, მომავალ კვირას უეფას ეგიდით გასამართი ყველა მატჩი გადადებულია. ამ განცხადებას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

გადადებულ მატჩებში შედის უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრები, რომლებიც 17 და 18 მარტს უნდა შემდგარიყო, ასევე ევროპა ლიგის 19 მარტს გასამართი თამაშები და უეფას ეგიდითი დაგეგმილი ყველა ახალგაზრდული ლიგის თამაში.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება ეს მატჩები, მიღებულ იქნება მოგვიანებით.