უეფამ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი გამოავლინა (ვიდეო)
უეფამ საკუთარ „ტვიტერზე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი დაასახელა. გამარჯვებული გახდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელმაც მეორე ტურში „ტოტენჰემს“ გაუტანა 28-ე წუთზე.
ხორვატმა საჯარიმოს ხაზიდან მინდორზე დაუშვებლად დაარტყა და ზუსტად ჩასვა ბურთი ლორისის კარში.
შეხვედრა „ბარსელონამ“ 4:2 მოიგო.
😍 Ivan Rakitić’s golazo from every single angle 👌 #UCL @FCBarcelona @ivanrakitic pic.twitter.com/aIeg9OwhTn
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) October 9, 2018