უეფამ საკუთარ „ტვიტერზე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი დაასახელა. გამარჯვებული გახდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელმაც მეორე ტურში „ტოტენჰემს“ გაუტანა 28-ე წუთზე.
ხორვატმა საჯარიმოს ხაზიდან მინდორზე დაუშვებლად დაარტყა და ზუსტად ჩასვა ბურთი ლორისის კარში.
შეხვედრა „ბარსელონამ“ 4:2 მოიგო.