უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესოთა შემადგენლობა Fantasy Football-ში დაგროვილი ქულების საფუძველზე დაკომპლექტდა.
ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი);
მცველები – ჟორდი ალბა (ბარსელონა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი);
ნახევარმცველები – კარლოს სოლერი (ვალენსია), ნიკოლა ვლასიჩი (ცსკა), ჩენგიზ იუნდერი (რომა);
ფორვარდები – მუსა მარეგა (პორტუ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), დუშან ტადიჩი (აიაქსი).
ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი „ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა.