უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჰონორარები გამოაცხადა
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჰონორარები გამოაცხადა

ცნობილი გახდა კლუბების ჰონორარები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის 32 კლუბიდან თითოეული 15.25 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯგუფში გამოსვლაზე ყოველი მატჩისთვის ბონუსები ცალკეა გათვალისწინებული: 2.7 მილიონი ევრო მოგებისთვის და 900 ათასი ევრო – ფრესთვის.

გუნდები, რომლებიც პლეი ოფში გავლენ, ამგვარი ჰონორარების იმედად იქნებიან:

1/8 ფინალში გასვლა – 9.5 მილიონი ევრო თითოეულ კლუბს;

1/4 ფინალში გასვლა – 10.5 მილიონი

1/2 ფინალში გასვლა – 12 მილიონი

ფინალში გასვლა – 15 მილიონი

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დამატებით მიიღებს 4 მილიონ ევროს.

უეფას სუპერთასის მონაწილეებს ერგებათ 3.5 მილიონი ევრო (თითოეულს), გამარჯვებულს – დამატებით 1 მილიონი ევრო.

ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს შორის დამატებით განაწილდება 585 მილიონი ევრო. ეს მოხდება რეიტინგის მიხედვით, რომელიც ბოლო 10 წლის შედეგებით არის შედგენილი.