უეფა-მ ჩაკვეტაძეს „ქართველი კაკა“ უწოდა და 50 ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეს შორის შეიყვანა
უეფა-ს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა 21 წლამდე ასაკის 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სია, რომლებსაც 2019 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.
აი, როგორ დაახასიათა უეფამ ქართველი ფეხბურთელი:
„შემტევი ნახევარმცველი მაღალი ტემპითა და მოხერხებული ფეხებით. მას უკვე უწოდეს „ქართველი კაკა“.
ჩაკვეტაძე ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: კაი ჰაფერცი „ლევერკუზენიდან“ (მას უკვე გერმანიის ნაკრებში იძახებენ), ლუკა იოვიჩი „აინტრახტიდან“ (ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი გოლი გაიტანა), ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდიდან“ (ჰქონდა დებიუტი ინგლისის პირველ ნაკრებში)…