უეფა-მ 17-წლამდელთა ევრო 2021 გააუქმა
უეფა-მ 17-წლამდელთა ევრო 2021 გააუქმა

უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – გააუქმოს ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდე ფეხბურთელებს შორის.

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, კორონავირუსის გამო გაუქმებულია ტურნირები მამაკაცებსა და ქალებს შორის. ამასთან, 2021 წელს გაიმართება ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. კაცებს შორის ფინალურ ტურნირს ივლისში რუმინეთი უმასპინძლებს, ქალებში – ბელარუსი ივლის-აგვისტოში.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის მაისში კვიპროსზე უნდა გამართულიყო, ქალების ტურნირი – ასევე მაისში ფარერის კუნძულებზე.